29.5.2017
saat

All Language

ისლამი

     ისლამი-ეს არის ცხოვრების წესი. ის განსაზღვრავს არა მარტო რწმენის საფუძვლებს, არამედ, ამავე დროს, ადგესნ საზოგადოებასში ქცევის წესებს. ასევე აკონტროლებს თავისი კანონების გამოყენებასა და შესრულებას. როგორც ცნობილია ისლამი ამ ქვეყანაზე ცხოვრებას განიხილავს როგორც მარადიული სიცოცხლის კარიბჭეს, ხოლო სხეულის არსებობა სულის გარეშე შეუძლებელია. ისლამი აძლევს მარადიული სიცოცხლის რწმენას. ისლამის მთავარი მიზანი ყურანში ასეა გამოხატული: `სიკეთე ამ ქვეყანაზე და მარადიულ ცხოვრებაში სურა ბაყარა აიათი 201.


მუჰამმედ ჰამიდულლაჰი

  

ისლამის დოგმატიკა (აყიდა)

     ისლამის თვალსაზრისით, რელიგია არის ადამიანების ცხოვრების წესის მოსაწესრიგებლად, ერთი ღმერთის მიერ დადგენილი რწმენა, რომელიც გვაძლევს ცოდნას ადამიანის გაჩენის მიზნისა და იდუმალი აზრის შესახებ, ასევე გამჩენისადმი თაყვანისცემის შესრულების მეთოდებზე. ის მიმართავს გონიერ ადამიანებს მაღალზნეობრივი, ღვთისნიერი საქმეების შესრულებისკენ, რელიგია ასევე არის ღვთიური კანონი, რომელიც ადამიანებზე გადაცემულია უზენაესი გამჩენის მიერ მისივე შუამავლების მეშვეობით. ეს რწმენა საშუალებას აძლევს კაცობრიობას მოიპოვოს ბედნიერება, როგორც მიწიერ, ასევე მარადიულ ცხოვრებაში.


ა. საიმ ქილავუზი

  

76 დიდი ცოდვა

     იმედი გვაქვს, რომ წიგნი, რომელიც დაწვრილებით აღწერს დიდ ცოდვებს, სარგებელს მოიტანს. დაე, ალლაჰმა, თავისი წყალობით, ცოდვებისგან დაგვიფაროს. ყურანში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: `თუ გაემიჯნებით მძიმე ცოდვებს, რაც გეკრძალებათ, მო¬გიტევებთ ჩვენ ცოდვებსა თქვენსას და ღირსეულ შესასვლელში შეგიყვანთ თქვენ! (სურა ნისა, აიათი 31)


იმამი ზაჰაბი

  

სკოლამდელი აღსაზრდელთათვის ფასეულობათა სწავლება და აქტივობათა ნიმუშები

     თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური ვალია გადავცეთ და ავუხსნათ საზოგადოების ნებისმიერ ფენას უკეთილშობილესი მუჰამმედ შუამავლის პრაკტიკაში გატარებული წმინდა ყურანისეული მორალი და ფასეულობები. ვინაიდან დღეს, როცა სულიერი ფასეულობები თანდათან დაიკარგა და საზოგადოება მატერიალური მოთხვნილებების მორჩილად იქცა, გაჭირვებულთა და დავრდომილთა ხმა ძალიან ცოტა ვინმეს თუ ესმის. ათასობით ასეთი ადამიანის დახმარების ძახილი ზეცას აყრუებს და თუკი ძალგვიძს, ვალდებული ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ ყველა იმას, ვისაც ასეთ არასახარბიელო ვითარებაში ვხედავთ. თუკი დღეს ყურებს დავიხშობთ და მუჰამმედ შუამავლის მიმდევართ დახმარების ხელს არ გავუწვდით, ხვალ ჩვენი შვილებისა თუ შვილიშვილების დასახმარებლად ვინ გაირჯება, ან ვინ დადგება მათ დასაცავად და ვინ მოუსმენს მათ ძახილს?! თქვენს ხელთ არსებული წიგნი, მომავალი თაობისთვის სწორედ აღნიშნული პრობლემების წინ აღსადგომად გაწვდილი ხელია, რომელიც მათ რწმენას დაიცავს, ღვთისმსახურებას არ დააშორებს და სულიერი სიბნელისგან გადაარჩენს. ეს წიგნი - „სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის ფასეულობათა სწავლება“ აღმზრდელი პედაგოგებისა და მშობლებისთვის საუკეთესო ნაშრომია.


ნიგარ ბუშრა ბაჰჩეჯი

  

ბედნიერი ეპოქის ადამიანები

     ასრი-საადათი-ბედნიერებისა და სიმშ¬ვიდის ეპოქაა, როდესაც მორწმუნეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს რწმენის ღრმა განცდა. ეს ის დროა, როდესაც მთელი კაცო¬ბრიობისათვის ჭეშმარიტი გზის სახელმძღ¬ვანელო, წმინდა ყურანი იქნა გარდმოვლე¬ნილი. ეს ის პერიოდია, რომელშიც უზენაესი ალლაჰის შუამავალი და მისი თანამიმდევრე¬ბი ცხოვრობდნენ. რომლებმაც მსოფლიოში ისლამი გაავრცელეს და მაღალზნეობრივი საზოგადოება ააშენეს. ეს ხალხი გახდა ადა¬მიანთა საუკეთესო თვისებების, სიკეთისა და მოწიფულობის მაგალითი.


ოსმან ნური თოფბაში

  

შუამავალთა ჯაჭვი - 1

     წმინდა მუჰამმედის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შუამავლობა, მტკიცებულებაა იმისა, რომ ყველა ადრინდელი შუამავალი ერთღმერთიანობას ქადაგებდა, თითოეული შუამავლის ღვთიური მოვალეობა, ადამიანების გაფრთხილება, გულების გამოფხიზლება, ხალხის ღვთისმსახურებისკენ წახალისება და აშკარად ცოდვის ჩამდენთაგან თავის შორს დაჭერისკენ მოწოდება იყო. ყველაფერ ამის შედეგად კი, მონა-მსახურებმა შუამავლების მიერ გადატანილი სიძნელეები უნდა წარმოიდგინონ, რათა მოთმინება ისწავლონ და ღმერთს მოცემული წყალობისთვის მადლობა გადაუხადონ. ჩვენს მიერ შედგენილი ეს ნაწარმოები, შუამავლობის კალენდრის პირველიდან ბოლო ფურცლამდე, ყურანში ნახსენები ყველა შუამავლის, ცხოვრებისეულ სიბრძნესა და საოცრებებს მოიცავს.


ოსმან ნური თოფბაში

  

მორწმუნეთა შორის ურთიერთობები (სურა ჰუჯურათის თეფსირი)

      ნაშრომი ორ ნაწილადაა დაყოფილი.
     ნაწილი პირველი: ამ ნაწილში სურას ზოგადი მიმოხილვაა მოცემული და სურაში მოხსენიებული ზოგიერთი სიტყვებისა და ტერმინების ახსნას ეთმობა ადგილი.
     ნაწილი მეორე: `სურას თეფსირი~ ამ ნაწილშიც, ისევე როგორც პირველ თავში,  თეფსირის სწავლულებს მივმართეთ და აიათები ქვესათაურებად განვმარტეთ.
     პირველ ხუთ აიათში შუამავლის ბ მიმართ ქცევის კულტურა, მისი მიმდევრობა და მისადმი მორჩილების მორწმუნეთა შორის ურთიერთობაში გამოხატულების საკითხებია განხილული.
     6-8 აიათებში ინფორმაციის წყარო და ამ წყაროების სანდოობის დასათაურებაა განხილული. გარდა ამისა, განხილულია შუამავლისგან განსხვავებით სხვების ნება-სურვილებზე აყოლის საფრთხე, ურწმუნოება, დაუმორჩილებლობა, ღალატი და ამბოხი, აგრეთვე უზენაესი ალლაჰის დახმარებით რწმენის განმტკიცება ადამიანთა გულებში.
     9-10 აიათებში კი ზოგადად ურთიერთობებზე, ერთმანეთის მიმართ გამოსახატ ქმედებებზე და მორწმუნეთა სულიერ ძმობაზეა საუბარი.
     11-13 აიათებში კი საუბარია იმაზე, რომ რამდენად ცუდი საქციელია და რამდენად დიდ ზიანს აყენებს სულიერ ძმობას დაცინვა, დამცირება, ცუდი ზედმეტსახელის დარქმევა, სხვის მიმართ ცუდი ფიქრი, სხვისი ნაკლის მოძიება, ჭორაობა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, აღნიშნულია ისიც, რომ რა სიბრძნეა ჩადებული ადამიანების ერთი მდედრისა და მამრისგან გაჩენაში, შემდეგ კი მათ ტომებად და გვარებად დაყოფაში. აქვეა ლაპარაკი ადამიანების უპირატესობის სახეებზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ერთი ადამიანი მეორეზე უპირატესი.
     14-18 აიათებში კი ზოგადად მიმოხილულია ისლამი და რწმენა, აღმზრდელობითი საკითხები სოფლებსა და ქალაქებს შორის და მათ შორის არსებული განსხვავებები, ჭეშმარიტი მორწმუნეების თვისებები, ადამიანების უზენაეს ალლაჰსა და შუამავალ მუჰამმედზე ბ მორჩილება, ალლაჰის მიერ ცათა და დედამიწის მომავლის ცოდნა.  ნაშრომში აღნიშნული სურას დასასრულს დასკვნაა განთავსებული.


მ. ერდოღან ბაშ

  

ცხოვრების კრიტერიუმები ისლამში

     მოცემულ ნაშრომში ვეყრდნობით ოთხწლიანი დაკვირვების შედეგად მიღებულ გამოცდილებას, შევეცადეთ ახლოდან გვეჩვენებინა ის პრობლემა, რომელიც ოჯახურ ცხოვრებიდან გამომდინარეობს, მაგალითად: ალკოჰოლის მოხმარება, აზარტულ თამაშები, მევახშეობა, არასამართლებრივ შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.


ოქთაი ჩეთინ

  

  1. Page :
  2. |
  3. 1
  4. |
  5. 2
  6. |
  7. 3
  8. |
  9. 4
  10. |
  11. 5
STATISTICS :    Total number of languages : 50    Total number of materials : 1.310    Total number of downloads : 762.678      ALL STATISTIC 

Coded by Gümüş Kelebek